Monica Bellucci / მონიკა ბელუჩი

Monica Bellucci / მონიკა ბელუჩი 04.05.2024, 06:36

მონიკა ბელუჩი 1964 წელს 30 სექტემბერს დაიბადა იტალიურ სოფელში სიტა დი კასტელიო. ის გადაწყვეტს წარმატების მიღწევას იურისპრუდენციაში და ქალაქ პერუჯის უნივერსიტეტში სწავლისათვის ფულის შესაგროვებლად სამოდელო ბიზნესში სცდის თავს. მაგრამ მოდელის რთულმა ცხოვრებამ, რომელიც მრავალრიცხოვან მოგზაურობებისგან შედგება და რომელსაც უამრავი ფული მიაქვს, აიძლა მონიკა თავის ოცნებაზე უარი ეთქვა. 1998 წელს მონიკა ჩამოდის ევროპული მოდის ერთერთ ცენტრში – მილანში. აქ ის ხელს აწერს კონტრაქტს სამოდელო სააგენტოსთან 'ელიტი' და სამუშაოს შეუდგება. 1989 წელს მონიკამ უკვე მოასწრო პარიზში მუშაობა და ოკეანეს მიღმა – ნიუ–იორკშუ. იმის მიუხედავად, რომ მან დიდ წარმატებას მიაღწია ამ მოკლე დროში, მოასწრო დოლჩე–გაბანას და ელის ჩვენებებზე მონაწილეობა, მონიკა ხვდება, რომ მას შეუძლია დიდი წარმატების მიღწევა როგორც მსახიობს. 1990 წელს მისი სატელევიზიო დებიუტი შედგება ფილმებში «Vita coi figli» და «Briganti». 1991 წელს მონიკას ანგარიშზე ფრნჩესკას როლია ფილმში «La Riffa», შემდეგ წელს კი უკვე მსახიობს დებიუტი ამერიკაში ექნება დრაკულას საცოლეს როლში ბრემ სტროკერის ერთსახელოვან ფილმში, სადაც მისი მეწვილე ცნობილი ვაიონა რაიდერი გახდა. შემდეგი ფილმები მისი მონაწილეობით გახდება «Ostinato destino» და «Palla di neve», რომლებიც შესაბამისად ეკრანებზე გამოვიდნენ 1994 და 1995 წელს. 1996 წელს როლისთვის ფილმში 'ბინა' მონიკა პრემიით 'სეზარი' დაჯილდოვდება ('ოსკარის' ფრანგული ანალოგი) ნომინაციაში 'იმედების მომცემი მსახიობი'. მსახიობზე მოთხოვნა მომენტალურად იზრდება და ეკრანებზე ერთი მეორეს მიყოლებით გამოდიან ფილმები 'დღესასწაული არ იქნება'(«L’Ultimo capodanno»), «Come mi vuoi», «A los que aman», «Comme un poisson hors de l’eau». ამერიკელ კინომაყურებელს კვლავ მიეცა საშუალება ლამაზმანი მონიკა ეხილათ ფილმში «Under Suspicion» ჯინ ხეკმანის ცოლის როლშ. ამის შემდეგ მონიკა მონაწილეობას ღებულობს ფილმებში «Franck Spadone» და «Братство волка». ბრწყინვალედ ითამაშა მონიკამ ფილმში 'მალენა', ყველა კრიტიკოსმა დადებითი შეფასება მისცა მას. ასევე მან მონაწილეობა მიიღო 'ასტერიქსში და ობელიქსში: მისია კლეოპატრა' და სიკველში 'მატრიცა: გადათვირთვა' . იმის მიუხედავად, რომ მონიკამ დიდ წარმატებას მიაღწია როგორც სამოდელო ბიზნესში, ასევე სამსახიობო კარიერაში, მას მოსვენებას არ აძლევს ოცნება თავის კუმირთან – რობერტ დე ნიროსთან ერთად მონაწილეობა გადაღებებში.
ნანახია: 3501კომენტარები:
 
  კომენტარი ()
  Добавление комментария
m">
avatar
ბოლო სიახლეები
სხვა ფილმები
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
...